უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

ვიტალი კლიჩკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ვიტალი კლიჩკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს - ამის შესახებ თავად პარტია უდარის ლიდერმა, დღეს განაცხადა.

კლიჩკო საკუთარი კანდიდატურა, პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ მოხსნა და გავრცელებული ინფორმაციით თავად კიევის მერად იყრის კენჭს.

უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. უკრაინაში ჩატარებული სხვადასხვა სოციალური გამოკითხვების შედეგად, გამოკითხულთა 24,9% ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს, კომპანია როშენის მფლობელს, მილიარდელ, პეტრო პოროშენკოს უჭერს. შეგახსენებთ რომ პოროშენკო არცერთი საპარლამენტო ფრაქციის წევრი არ არის. 

კომენტარები