სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პრემიერი: ორმხრივ შეხვედრებზე მირჩევენ იგნონირება გავუკეთოთ ამ ისტერიას

Reuters

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიდერლანდებში ჰააგის ბირთვულ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურის მიერ დაკითხვაზე დაბარების შესახებ განაცხადა, რომ მას ორმხრივი შეხვედრებისას მოუწოდებენ ყურადღება არ მიაქციოს შექმნილ აჟიოტაჟს და ისტერიას. მისივე თქმით არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში. 

"არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში. მთავარი რჩევა, რომელიც ორმხრივი შეხვედრების დროს მივიღე, არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება შექმნილ აჟიოტაჟს და იგნორირება გავუკეთოთ ამ ისტერიას", - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერმა ასევე ფორუმის შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც რეგიონის ლიდერს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. 

"ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები. საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები