ჟენევის მოლაპარაკებები

ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

http://garbonline.tv/

ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. როგორც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, საქართველოს დელეგაციას მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

ჯალაღანიას თქმით, ქართული დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავრთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების განახლებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს დელეგაცია თანათავმჯდომარეების ყურადღებას გაამახვილებს უკანასკნელ პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზეც", - თქვა ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობაზე. 

ჟენევის მოლაპარაკებები 25-26 მარტს გაიმართება.

კომენტარები