შალვა რამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ, რამიშვილმა დღეს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ძვირფასო მეგობრებო, უკვე სამ თვეზე მეტია ველაპარაკები ერთ-ერთ ტელევიზიას ამ უკანასკნელის ეთერში შოუს გაკეთების თაობაზე. თვის ბოლოს ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებ. მანამდე კი ადმინისტრაციაში ვარ დაკავებული მიმდინარე საქმეების დამთავრებით. P.S. ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად", - აცხადებს რამიშვილი.
არსებული ინფორმაციით, რამიშვილი გადაცემას ტელეიმედზე წაიყვანს.