აჭარის უმაღლესი საბჭო

ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხზე დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ

adjaraps.com

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხზე დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საკითხის კენჭისყრაზე გატანის ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა 18 მარტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

უმცირესობის შეფასებით, ბერიძე დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს. უმრავლესობის აზრით კი, იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ კანონის დარღვევის შედეგად დადგება, რასაც აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალეკო ჩიტიშვილის თქმით, ავთანდილ ბერიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 

ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომობილის შეძენისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო, ოპოზიციასთან ერთად მმართველი გუნდის წევრებმა გააკრიტიკეს.

ამასთან, გასული წლის აგვისტოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანა ბათუმის ბულვარში დააფიქსირეს, სადაც ავტომანქანების შესვლა კანონით აკრძალულია.

კომენტარები