ზურაბ ჟვანიას საქმე

ჭიკაიძე: არ ვიცი, საიდან აღმოჩნდა ჟვანიას და უსუპოვის ფოტოები სოციალურ ქსელში

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქართველოს საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ გაავრცელა ჟვანიასა და უსუპოვის ფოტოები.

“მართებული იქნება, თუ ჟვანიას საქმით სპეკულირება არ იქნება მაღლა აწეული. ჩემთვის უცნობია, თუ საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა  ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.

გუშინ, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები