ზურაბ ჟვანიას საქმე

სუბარი: ამდენი წელი ჟვანიას საქმის დაკონსერვება ბევრ კითხვას აჩენს

სოზარ სუბარი
Georgian Times

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, "ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას საქმე ამდენი წელი დაკონსერვებული ჰქონდა, თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს".

სუბარის თქმით, გუშინ გავრცელებული ფოტომასალის ავთენტურობაზე ვერაფერს იტყვის. თუმცა, მთავარი პროკურორობის დროს, არჩილ კბილაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე საზოგადოებისთვის დეტალები ცნობილი გახდება. ”ასე რომ, მეც თქვენთან ერთად ველოდები, როდის გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში. ის, რომ ამდენი წელი დაკონსერვებული ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას ეს საქმე და საერთოდ არ ეხებოდნენ, თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს", - აღნიშნა სუბარმა.

გუშინ, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

კომენტარები