უკრაინა-ევროკავშირი

ფულე: ევროკომისია ადასტურებს შეთავაზებას უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკომისარი შტეფან ფულე უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროკავშირს შეუძლია, გადახედოს გაფართოების საკითხს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან საუბრისას განაცხადა.

ევროკომისია ადასტურებს შეთავაზებას უკრაინის ევროკავშირში მიღების შესახებ."თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ნაწილის შეცვლა, რომელზეც მიმდინარე მოვლენები აისახა, უნდა გამოვიყენოთ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირს გააჩნია - ეს გაფართოებაა. ევროკავშირის გაფართოებას უპრეცედენტო და ეფექტური სტაბილურობის ძალა აქვს", - აღნიშნავს შტეფან ფულე.

კომენტარები