ევროპის ერთა თასი 2014

ბორჯღალოსნები ერთა თასის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადებიან

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნებმა მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვარჯიში განაახლეს და ახლა თბილისში რუმინეთის გუნდს შეხვდებიან.

შეკრებაზე იმყოფებიან დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი, რომლებმაც ტრავმები უკვე მოიშუშეს. ნაკრებთან ერთადაა ანტონ ფეიქრიშვილიც, თუმცა ტრავმა აწუხებს გიორგი შკინინს, რომელიც რუმინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

 საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მატჩი 15 მარტს, 17:00 სთ-ზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

იმ შემთხვევაში თუ ბორჯღალოსნები გამარჯვებას მოიპოვებენ, ერთა თასს და ანთიმოზ ივერიელის თასს დაისაკუთრებენ. ამასთან, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატზე C ჯგუფში მოხვდებიან, სადაც ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ნაკრებთან ერთად ითამაშებენ. რუმინელებს 15 მარტის შეხვედრაში პირველ ადგილზე გასასვლელად ხელს ფრეც აძლევთ. იმ შემთხვევაში თუ ბორჯღალოსნები ერთა თასს ვერ მოიპოვებენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და კანადის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

აქვე გთავაზობთ ბორჯღალოსნების შემადგენლობას:

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი).


მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), შალვა სუთიაშვილი (მასი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).


#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

კომენტარები