ევროპის ერთა თასი 2014

რუსეთთან შეხვედრისთვის ბორჯღალოსნებს ზირაქაშვილი და გორგოძე შეუერთდნენ

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, 22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს უმასპინძლებს. 18 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, ბორჯღალოსნები შევარდენის ბაზაზე ღია ვარჯიშს გამართავენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა 27-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სასიხარულოა, რომ ტრავმები აღარ აწუხებთ და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე.

ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას უცვლელად გთავაზობთ:

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ჯაბა ბრეგვაძე, 4. შალვა მამუკაშვილი, 5. დავით ზირაქიშვილი, 6. ლევან ჩილაჩავა, 7. ლევან დათუნაშვილი, 8. კოტე მიქაუტაძე, 9. გიორგი ნემსაძე, 10. გიორგი ჩხაიძე, 11. გივი ბერიშვილი, 12. მამუკა გორგოძე, 13. ვიტო კოლელიშვილი, 14. გიორგი თხილაიშვილი, 15. დიმა ბასილაია, 16. გიორგი ბეგაძე, 17. ვაჟა ხუციშვილი, 18. ლაშა ხმალაძე, 19. ლაშა მალაღურაძე, 20. მერაბ კვირიკაშვილი, 21. დავით კაჭარავა, 22. თედორე ზიბზიბაძე, 23. თამაზ მჭედლიძე, 24. ირაკლი მაჩხანელი, 25. გიორგი შკინინი, 26. მერაბ შარიქაძე, 27. ბექა წიკლაური.

კომენტარები