ევროპის ერთა თასი 2014

საქართველოსა და ბელგიას შორის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიასთან ერთა თასის შეხვედრამდე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

1 თებერვლის მატჩისთვის ნაკრების მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში ცვლილებები შევიდა. 

ფრანგული მონპელიეს მოთამაშე მამუკა გორგოძე, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა და ბორჯღალოსნებს ვერც ბელგიის და ვერც პორტუგალიის ნაკრებთან დაეხმარება. 

ახალზელანდიელმა დამრიგებელმა, გუნდში გორგოძის ნაცვლად ლოკომოტივის მესამეხაზელი გივი ბერიშვილი გამოიძახა. 

მატჩი საქართველოსა და ბელგიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ავჭალის სტადიონზე 1 თებერვალს, 15:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

კომენტარები