ჯონ კერის ვიზიტი

ჯონ კერი საქართველოს უახლოეს პერიოდში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

telegraph.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უახლოეს პერიოდში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კერის ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის საქართველოში გაზაფხულის ბოლომდე ჩამოვა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის ვიზიტის დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრის მთქმელია. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, რეალურად ვაშინგტონში ვიზიტი, შემდეგ უკვე ურთიერთობის შესაძლებლობა მრავალმხრივ ფორმატში, მერე ისევ მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ნიშანი", - აღნიშნავს პეტრიაშვილი.

კომენტარები