ჯონ კერის ვიზიტი

სამადაშვილი: იმის მიუხედავად, რას შვრება მთავრობა, აშშ ჩვენი ხალხის მეგობარია

მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, აშშ რჩება ქართველი ხალხის ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ ამ ჩვენს ძალიან რთულ გზაზე, რასაც ჰქვია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. პირველ რიგში, მადლობა სახელმწიფო მდივანს ამ ვიზიტისთვის და იმისთვის, რაც მან ჩამოიტანა ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის ამ ვიზიტის დროს, იმიტომ, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც გაფორმდა ამ ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო სტრატეგიული ხელშეკრულებები რჩება ძალაში, ასე რომ, დადებითად უნდა შევაფასოთ, რა მოუტანა ამ ვიზიტმა ქართველ ხალხს.

ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატი სალომე სამადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები