ჯონ კერის ვიზიტი

რუხაძე: აშშ-ის მთავარი გზავნილი არის ის, რომ შერჩევით სამართალზე უარი ვთქვათ

მინდა აღვნიშნო, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქიდან გამომდინარეც, რომ მათ დაინახეს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ საქართველო კვლავაც დარჩეს იმ სპირალზე, რომელზეც არის დღეს და რეალურად საქართველო ვერ გასცდა იმ ზღვარს, რასაც ჰქვია ნახევარი დემოკრატია. დღეს აქვს კლასიკური პრობლემები, ისეთი, რომლებიც აქვთ ჰიბრიდულ რეჟიმებს. ეს არის მედიის თავისუფლების პრობლემა, ეს არის თავისუფალი სასამართლოს პრობლემა, ეს არის არჩევნებში ძალადობრივი გზით ბრძოლის პრობლემა. ბუნებრივია, აშშ-ის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას შერჩევით სამართალზე, უარი უნდა თქვას ჰიბრიდულ რეჟიმზე და გადავიდეს ახალ ეტაპზე და ამის მთავარი გამოცდა, ლაკმუსის ქაღალდი არის ოქტომბრის არჩევნები

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი რუხაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები