მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ევროპული წესრიგის ნგრევას მძიმე შედეგები მოჰყვება

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით „როდესაც პუტინი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა", სადაც პარალელს ავლებს 2008 წელს საქართველოს წინააღდეგ რუსეთის აგრესიასა და უკრაინაში მის შემოჭრას შორის.

სააკაშვილი იხსენებს, რომ თითქმის ყველა დასავლელი პოლიტიკოსი, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ზალების კონცენტრაცია მიმდინარეობდა, მას ეუბნებოდა, რომ რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმება და მშვიდად ყოფილიყო.

მისი აზრით, საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის ადრეულ სტადიასა და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს შორის დიდ მსგავსებაა.
„დღეს რუსეთი აცხადებს, რომ ეთნიკურ რუსებს, ან ნაჩქარევად დარიგებულ რუსული პასპორტების მქონე ადამიანებს იცავს ყირიმში და საქართველოს ტერიტორიებზე. 1938 წლის სექტემბერში,

როდესაც გერმანიამ სუდეტის ანექსია მოახდინა, ბრიტანეთის პრემიერმა ნევილ ჩემბერლენმა ამ სიტუაციას უწოდა დაპირისპირება შორეულ ქვეყანაში, უცნობ ადამიანებს შორის", - წერს სააკაშვილი.
ბევრი კითხულობს, უნდა დაეხმაროს თუ არა დასავლეთი უკრაინას. ბევრი საუბრობს რუსეთთან კომპრომისის აუცილებლობაზე, რაც ძალიან ჰგავს მიუნხენის გარიგებას 80 წლის წინ - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი. „მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნაცისტების დაყვავების ყველა მცდელობა დიდი ევროპული ქვეყნების მხრიდან, როდესაც ისინი ჰიტლერს თითო-თოთო ქვეყანას წირავდნენ, საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომით დასრულდა" , - აღნიშნავს სააკაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ მსგავსიო გლობალური კატასტროფები მაშინ ხდება, როდესაც მსოფლიოში დადგენილი წესრიგი ირღვევა და ძველი წესები აღარ მოქმედებს, რის მაგალითიც უკრაინა გახდა. „აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას აძლევდა, რუსეთისთვის ატომური იარაღის გადაცემის სანაცვლოდ. და მაინც, დღეს აქამდე მოვედით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
იგი აღნიშნავს, რომ მაშინაც, როდესაც ევროკავშირმა და რუსეთმა 2008 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჯარების გაყვანის შესახებ, რუსეთმა ის არ შეასრულა, ევროპელი გარანტორები კი ამას არც ისე ხშირად იხსენებდნენ.

„პუტინის მოტივები ომისწინანდელ გერმანიას მოგვაგონებს: მას სურ გამოსწოროს ის, რასაც იგი უსამართლობად და დამცირებად მიიჩნევს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ცივი ომის დასრულების შემდეგ. ის დაკარგული ტერუტორიების დაბრუნებას და ბუნებრივი რესურსები ხელში ჩაგდებას ცდილობს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
იგი აღნიშნავს, რომ პუტინი მეზობლების დესტაბილიზაციას ცდილობს, რათა „ევროკავშირისა და NATO-ს ნებისმიერი გაფართოების სურვილი ჩაკლას". ასევე პუტინი მტკივნეულად აღიქვამს იდეოლოგიურ საფრთხეებს - თუ უკრაინა ოლიგარქიისგან თავს დააღწევს და ნამდვილ ევროპულ დემოკრატიად იქცევა, პუტინის ოპონენტებმა შესაძლოა კონტრასტი დაინახონ და მეზობელ ქვეყნის მაგალითს მობაძონ.

სააკაშვილის აზრით, ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს „არა მხოლოდ ევროპის უდიდესი ქვეყნის დანაწევრება, არამედ ევროპული წესრიგის განადგურება, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს წესრიგი მკაცრ წესებს ეფუძნებოდა, რომლებიც არა მხოლოდ იცავს პატარა ქვეყნებს, არამედ უზრუნველყოფს სტაბილურობას და კეთილდღეობას, უმცირესობების დაცვას და კონფლიქტების მოწესრიგებას.

„დავფიქრდეთ შედეგებზე, თუ საზღვრები მთელ კონტინენტზე ეთნიკურ პრინციპს დაუბრუნდება, თუ აღარ იარსებებს რაიმე წესი, სულ უფრო მზარდი ძალადობა და ნგრევა გარდაუვალი იქნება", - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

„ასეთი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია. აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციები კარგი პირველი ნაბიჯია. ისინი სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს და ევროპამ საკუთარი რეაქცია უნდა გააძლიეროს. სწრაფად უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან გაწევრიანება და მიეცეს მათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა. ამით მოხდება დემონსტრირება, რომ პუტინს არ ძალუძს ამ პროცესის შეჩერება უკანონო გზებით", - მოუწოდებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს.

კომენტარები