საარჩევნო კოდექსი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა

80 ხმა და არცერთი წინააღმდეგი - დეპუტატებმა ახალი საარჩევნო კოდექსი საბოლოოდ დაამტკიცეს.

საპარლამენტო უმცირესობას საარჩევნო კოდექსის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მოუღია. მათ პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ახალ საარჩევნო კოდექსში ნაციონალური მოძრაობის არცერთი შენიშვნა არ შესულა. უმცირესობის დეპუტატების თქმით, კოდექსში ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით არსებობს და აღნიშნული ცვლილებებით ქვეყანაში საარჩევნო გარემო ვერ გაუმჯობესდება. 

მმართველი გუნდში საპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც დაგეგმილია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებიც. ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად რეგიონებში მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას ითხოვდნენ. არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებული კოდექსი არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის.

საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მიღებული ვერსიის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტამდე იზრდება, მერობის კანდიდატები კი, პარტიულ სიაში არ იქნებიან. კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტიები წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებენ.

კომენტარები