საარჩევნო კოდექსი

დღეს დეპუტატები ახალ საარჩევნო კოდექსს მესამე მოსმენით მიიღებენ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

დღეს დეპუტატები ახალ საარჩევნო კოდექსს საბოლოოდ მიიღებენ. კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტარები მესამე მოსმენით განიხილავენ. დოკუმენტში საპარლამენტო უმცირესობის არცერთი შენიშვნა არ შესულა. საბოლოო ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტამდე იზრდება, მერობის კანდიდატები კი, პარტიულ სიაში არ იქნებიან.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემოხვევაში, პარტიები წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს. მათი თქმით, კოდექსში ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით არსებობს და მათი შენიშვნები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა. უმცირესობის წევრების თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ქვეყანაში საარჩევნო გარემო ვერ გაუმჯობესდება.

მმართველი გუნდში კი, საპარლამენტო ოპოზიციის ამ შენიშვნებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ყველა დაგეგმილი ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

კომენტარები