ვითარება უკრაინაში

დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დღეს, უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრს ოლეგ მუსის, საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო და ჰუმანიტარული მიმართულებით დახმარების შესახებ მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

”ოლეგ მუსიმ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტების, სახარჯი მასალისა და სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობაა. 
უკრაინაში განვითარებული მოვლენების დაწყებისთანავე, საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იყო. ქართული მხარე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს მეგობარი სახელმწიფოსათვის ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად”, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

კომენტარები