ვითარება უკრაინაში

სტოლტენბერგი: უკრაინის კრიზისში ჩარევა ნატოს გეგმებში არ შედის

allgalgaduud.com/

''ნატო უკრაინის კრიზისში ჩარევას არ აპირებს'' - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ნატოს პასუხისმგებლობის არეალში არ შედის.

''ჩვენი მთავარი მისიაა, დავიცვათ ნატოს წევრი ქვეყნები, უკრაინა არ არის ნატოს წევრი, შესაბამისად, ჩვენ მას უსაფრთხოების გარანტიას ვერ მივცემთ'', - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე დაამატა, რომ უკრაინაში სიტუაციის დასტაბილურებისათვის უმთავრესია, მხარი დაუჭირონ მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციას.

შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2015 წლის 15 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რუსეთი ხელშეკრულების პირობებს დღემდე არ ასრულებს.

კომენტარები