შტეფან ფულეს ვიზიტი

ფულე: ილია II-ს დავარწმუნებ, რომ თქვენი ტრადიციების უგულებელყოფას არ ვაპირებთ

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პატრიარქსაც შეხვდება. ამის შესახებ ფულემ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მექნება პატივი შევხვდე თქვენს პატრიარქს ილია მეორეს. ევროკავშირის სახელით დავარწმუნებ, რომ ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს, უგულებელვყოთ საქართველოს ტრადიციული ღირებულებები. რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ, არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა", - თქვა ფულემ.

შტეფან ფულეს განცხადებითვე, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრებს ქვეყნის მთავრობასთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები