შტეფან ფულეს ვიზიტი

ფულე: ნებისმიერი ზეწოლისას, ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ დადგება

dt.ua

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისი, რომელიც უკრაინაშია, გამოიწვია ქვეყნის სურვილმა, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებისთვის. ვიცით, რომ ეს ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყანაშიც არსებობს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ დადგება, თუკი ის ნებისმიერი ტიპის ზეწოლას განიცდის" - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ფულეს განცხადებით, საქართველოში მისი შეხვედრები ერთ მთავარ მესიჯს შეიცავს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეჰყურებს შემაშფოთებელ მოვლენებს ყირიმში.

"უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ქმედებები აქ, საქართველოში ასევე სერიოზული შეშფოთების საგანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშ დგას რუსეთის მიერ. ეს ბარიერების მშენებლობას და სამხედროების განლაგება იმ ხალხის თავისუფალ გადაადგილებას უშლის ხელს, რომლებიც ახლო ურთიერთობებს იყვნენ მიჩვეული. ჩვენ ამ საკითხზე ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ, სანამ ჩვენი ყურადღება დასავლეთითაა მიპყრობილი. აქაც რუსეთმა უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლის დაცვით და პატივი უნდა სცეს მისი მეზობელი საქართველოს სუვერენიტეტს" - განაცხადა ფულემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნიკალური ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ეს ურთიერთობა წელს ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს.

"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს და მის მოსახლეობას ევროკავშირთან, ჩვენს ფასეულობებთან, სტანდარტებსა და ბაზართან დაახლოებს. აქ ვარ, რათა დავადასტურო საქართველოსთან ამ ორი დოკუმენტის ხელმოწერის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ერთ ღამეში სასწაულების მოხდენის გარანტიას არ იძლევა, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, საზოგადოებისა და ეკონომიკის მოდერნიზებას. ასე რომ, კონკრეტულად რა მოაქვს ამას? პირველ რიგში, სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ის გააძლიერებს კანონის უზენაესობას და მოახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებას. ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გარანტიას უფლებებისა და თავისუფლებებისთვის. მეორე, ეკონომიკის ბიზნესისა და დასაქმებულთათვის ეს არის საქართველოს მომავლისთვის ინვესტირება. ეს მოიზიდავს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და მისი ზრდის სტიმულირებას მოახდენს. მშპ, ვაჭრობის მოცულობა და რეალური ხელფასები გაიზრდება. მესამე, მომხმარებლისთვის ის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს; შექმნის საქონლის მრავალფეროვნებას, კონკურენტუნარიან ფასებსა და უკეთეს ხარისხს; ასევე ჯანდაცვის მაღალ სტანდარტებსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ამ ყველაფრისთვის რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა აუცილებელი. საქართველოსგან ველით დაამტკიცოს მისი მისწრაფება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, პლურალიზმისა და პოლიტიკურად ნეიტრალური მართლმსაჯულებისადმი. თქვენს წინაშე არსებული დავალებები და გამოწვევები არაა მარტივი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისი, რომელიც უკრაინაშია, გამოიწვია ქვეყნის სურვილმა, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებისთვის. ვიცით, რომ ეს ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყანაშიც არსებობს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ დადგება, თუკი ის ნებისმიერი ტიპის ზეწოლას განიცდის" - განაცხადა ფულემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დასავლეთის რეაგირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა დაგვიანებული ხომ არ იყო, ევროკომისარი პასუხობს, რომ "პოლიტიკაში ჩვენ არ ვმუშაობთ ‘‘თუ’’-თი დასმულ საკითხებზე. ჩვენ ვმუშაობთ ადგილზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე". მისი თქმით, ბრიუსელში ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კიევის ქუჩებში მომხდარი უგრძნობი მკვლელობების შეჩერებისა.

"გუშინ საგარეო საქმეთა მინისტერიალის საგანგებო სხდომამ მართლაც არაჩვეულებრივი სიტყვები გამოიყენა, რათა შეეხსენებინა რუსეთისთვის საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი, რომელზე მითითებაც მათ ძალიან ხშირად მოსწონთ. ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ვისაუბრეთ. გავიხსენეთ გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სხვა შეთანხმებები, მათ შორის 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი. გუშინდელი დეკლარაცია აზუსტებს არა მარტო ჩვენს შეხედულებებს მიმდინარე მოვლენებისადმი, არამედ ეს არის კიდევ ერთი საბოლოო მცდელობა სიტუაციის დეესკალაციისა, სანამ ის კიდევ უფრო უარესი გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ თუკი რუსეთი აირჩევს ამ აგრესიის გაგრძელების გზას, მაშინ ისინი თავს არ შეიკავებენ გარკვეული გამიზნული ზომების მიღებისგან. არის იდეა, რომ ხუთშაბათს მოწვეული იქნას ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა. მაშინ როდესაც, ჩვენ, კომისია ვმუშაობთ თუ რა წვლილი შევიტანოთ ამ საგანგებო სხდომაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ მხოლოდ უკრაინას. არამედ, ვცდილობთ შევიმუშაოთ გარკვეული ზომები, რომლებიც ჩვენს ქართველ და მოლდოველ მეგობრებს დაეხმარებათ სრულ მზადყოფნაში იყვნენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ასოცირების ხელშეკრულებების გასაფორმებლად. სიმართლე ისაა, რომ ხელმოწერა რამდენიმე თვეში მოხდება. ხელმოწერამდე არსებული დრო გამოყენებული უნდა იქნეს ძალიან დატვირთული პოლიტიკური კალენდრისთვის. მე დავასახელე კონკრეტული თარიღი, როდესაც პრეზიდენტი ბაროზო საქართველოს ესტუმრება. ასევე პრემიერს შევთავაზებ ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გზას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ ზომებზე, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენულ არჩევანს მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, თუკი ეს არჩევანი რომელიმე მესამე ქვეყნის მხრიდან ზეწოლის საგანი გახდება" - განაცხადა შტეფან ფულემ.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს დღეს ეწვია. მისი ვიზიტი უკრაინის მოვლენების გამო, ერთი დღით დაიდო.

კომენტარები