შტეფან ფულეს ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

”საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთი დადასტურებაა ევროინტეგრაციის პროცესებში ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისა საქართველოსადმი. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის კრიზისზე”, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

კომენტარები