შტეფან ფულეს ვიზიტი

შტეფან ფულე საქართველოს ხვალ ეწვევა

dt.ua

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს ხვალ ეწვევა.

"შტეფან ფულეს ვიზიტი შედგება. იგი ჩამოვა ხვალ დილას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაზეც ვილაპარაკე მე, ევროპულ პერსპექტივაზე, ეს იქნება ერთ-ერთი ის საკითხი, რომელსაც ჩვენ გავაჟღერებთ ბატონ ფულესთან შეხვედრაზე. 

საქართველო სთხოვს ევროკავშირს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ შესაძლებლობა იქნება - ასოცირების ხელშეკრულებაში, თუ არადა, რაიმე სხვა გზით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, შტეფან ფულეს ვიზიტი დღეს იყო დაგეგმილი. ვიზიტის გადადების მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ამ საკითხზე დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა დასახელდა.

კომენტარები