არეულობა უკრაინაში

უკრაინაში არსებული ვითარება ამერიკის და ევროპის ლიდერებმა შეაფასეს

შეერთებული შტატები ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ჯეი კარნიმ განაცხადა. კარნის თმით, ვაშინგტონი უკრაინაში ახალი მთავრობის შექმნას მიესალმება. განცხადებები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ გააკეთა. კერის თქმით, მან რუსული მხარისგან პირობა მიიღო, რომ მოსკოვი უკრაინის ტეროტიორულ მთლიანიობას არ შელახავს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, დევიდ კამერონის საუბრის ერთერთი მთავარი თემა. ამის შესახებ, შეხვედრის დასრულების შემდეგ დევიდ კამერონმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის ერებმა ერთად უნდა იმუშავონ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კომენტარები