ვანო მერაბიშვილის საქმე

სასამართლოს ეზოში მერაბიშვილის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა იჩხუბეს

მას შემდეგ, რაც დღეს, 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაში დამნაშავედ ცნო, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მხარიდან ჯამში 5 პირი დააკავა, მათ შორის ფარნაოზ ჭკადუა, ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა ფარულავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები