გიორგი ონიანის საქმე

სასამართლომ გიორგი ონიანს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი ონიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გიორგი ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაო მან 20 დღეში უნდა გადაიხადოს.

ბრალდების მხარე ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატ გოგა ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა, რომლებიც ონიანის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები