გიორგი ონიანის საქმე

ადვოკატი: გიორგი ონიანს 26 დეპუტატი უდგება თავდებში

epn.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის დაცვის მხარე ითხოვს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდონ. ადვოკატები ითხოვენ თავდებობას ან, უკიდურეს შემთხვევაში - გირაოს. 

ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, გიორგი ონიანს 26 დეპუტატი უდგება თავდებში. ხოლო ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესი უწოდა. მისი თქმით, ონიანს სტაციონარულ პირობებში მკურნალობა და დაკვირვება სჭირდება.

გიორგი ონიანის განცხადებით კი, ის აპირებს მაჟორიტარად კენჭის ყრას. მისივე თქმით, დედა ჰყავს ცუდად და ბავშვები - ბაღში სატარებელი.

ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს გირაო. ონიანის თქმით, მას აქვს სახლი და გირაოში საკუთარ სახლს ჩადებს.

კომენტარები