პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

ირაკლი ღარიბაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

"სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაცის პროცესით დაინტერესდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორსა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება." - წერია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

კომენტარები