ქართული ეკლესია

კვაჭანტირაძე: ჩვენი ოპოზიცია გაურკვეველი ბრალდებებით ამკობს ქართულ ეკლესიას

ერთი რამ მენიშნა დღევანდელ შეხვედრაზე, ქალბატონმა ჰაიდემარია გიურერმა დაგვისვა შეკითხვა ქართული ეკლესიის როლთან დაკავშირებით და გამოთქვა შეშფოთება, ხომ არ მიგვაჩნია, რომ ქართული ეკლესია თითქოსდა რაღაც ნეგატიურ როლს თამაშობს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ გიურერს, ისევე როგორც სხვა უცხოელ კოლეგებს, საქართველოს ეკლესიის როლისა და ფუნქციონირების შესახებ არასწორ ინფორმაციებს აწვდიან. კონკრეტულად იყო შეკითხვა, რომ რუსეთის ინტერესებს ხომ არ ახორციელებს საქართველოს ეკლესიაო. რასაც ჩვენ, ბუნებრივია, შესაბამისი პასუხი გავეცით. მაგრამ ამას მე იმიტომ აღვნიშნავ, რომ მიმაჩნია, ახლა რაღაც ახალი ნარატივი წამოვიდა ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომ ამ გაურკვეველი ბრალდებებით შეამკონ ქართული ეკლესია, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და რასაც, როგორც მოქალაქე და პარლამენტარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღვიქვამ.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორთან, ელჩ ჰაიდემარია გიურერთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები