ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ გიორგი ონიანის დაკავების პოლიტიკურ დევნასთან კავშირის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურის ხელმძღვანელი შემადგენლობა არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ.
"პროკურატურის ხელმძღვანელი შემადგენლობა არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დევნას განახორციელებენ. ეს არის განათლებული ახალგაზრდა ხალხი, რომელიც ორიენტირებულია წესრიგის დამყარებაზე ქვეყანაში. იქნება ეს ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე.
ის ბრალდებები, რაც ონიანის მიმართ არის წარდგენილი, საკმაოდ მძიმეა. აქ საქმე ეხება არა მარტო ცილისწამებას, არამედ ფალსიფიცირებას და ადამიანის დაკავებას. ძალიან ადამიანური და ზოგადი ენით რომ ვთქვათ, ადამიანის ოჯახის გაუბედურებას, რაც მას ბრალად ედება. როცა სამართლებრივ ცოდვას ჩადიხარ, დრო მოდის, როცა პასუხი უნდა აგო", - თქვა ვოლსკიმ.





