ევრო 2016

საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო D ჯგუფი მოხვდა

ევრო 2016

კვირას, 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ფეხბურთში 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფების კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, ირლანდიის, პოლონეთის და გიბრალტარის ეროვნულ გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე უპრეცენდენტო რაოდენობა - 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, საკვალიფიკაციო ეტაპში კი 53 ქვეყანა იქნება ჩართული.

აქვე გთავაზობთ კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ ჯველა ჯგუფს:

A ჯგუფი: ჰოლანდია, თურქეთი, ისლანდია, ჩეხეთი, ლატვია, ყაზახეთი

B ჯგუფი: ბოსნია, ისრაელი, კვიპროსი, ბელგია, უელსი, ანდორა

C ჯგუფი: ესპანეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, მაკედონია, ბელარუსი, ლუქსემბურგი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, საქართველო, შოტლანდია, გიბრალტარი

E ჯგუფი: ინგლისი, სლოვენია, ლიტვა, შვეიცარია, ესტონეთი, სან მარინო

F ჯგუფი: საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ფინეთი, ფარერის კუნძულები

G ჯგუფი: რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ლიხტენშტაინი

H ჯგუფი: იტალია, ნორვეგია, ხორვატია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მალტა

I ჯგუფი: პორტუგალია, დანია, სერბეთი, ალბანეთი, სომხეთი, საფრანგეთი

 

კომენტარები