ვითარება უკრაინაში

ობამამ და პუტინმა უკრაინასა და სირიის შესახებ ისაუბრეს

washingtonpost

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, მათ პოლიტიკური შეთანხმების სასწრაფო განხორციელებაზე, ეკონომიკური სიტუაციის სტაბილურობასა და რეფორმების გატარებაზე ისაუბრეს. ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ძალადობისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით.

მათ ასევე სირიის შესახებ ისაუბრეს. ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების და ასევე გაეროს რეზოლუციის საჭიროებაზე. ასევე სირიაში ქიმიური იარაღის პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ. ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაც მიულოცა.

კომენტარები