პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

ხიდაშელი: პრეზიდენტმა ნათელი მოჰფინა საზოგადოებაში არსებულ რამდენიმე საკითხს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

"მარგველაშვილი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მან ნათელი მოჰფინა რამდენიმე საკითხს, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია, არსებობს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა ფუნქციების მატარებელია ის, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ გაიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შესახებ, რომელიც 15 ივნისს გაიმართება. ეს პოლიტიკური ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს ასევე პარლამენტი მიიღებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ქართული სამხედროების მონაწილეობას შეეხება სამშვიდობო მისიაში", - თქვა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები