პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

უგულავა: გიორგი მარგველაშვილი ვერ იქნება ჩვენი პარტნიორი

ის, რომ ის არის კარგი პრეზიდენტი, ადამიანის სოციალური თუ პოლიტიკური უფლებების დაცვის გარანტი, ასე არ არის. დღეს ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამას უყურებს, როგორც სამსახურს. გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის დამკვირვებელი. ის არ არის თანმიმდევრული მთავრობის კრიტიკაში.

მთავარი დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა, რომელიც არ ზრდის პენსიას; რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჯანდაცვის რეფორმა; რომელიც სოციალურად დაუცველებს ართმევს უკანასკნელ ლუკმას; რომელმაც ბიუროკრატია უკიდეგანოდ გაზარდა; რომელმაც ხვნა-თესვა დაიწყო ვითომ და შემდეგ სოფელი მიატოვა ერთი ნიჩბის ამარა. ასეთი მთავრობა გვყავს და პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხებზე არ საუბრობს, ან საუბრობს მესამე პირში ან საუბრობს, როგორც უცხოელი დამკვირვებელი, ვერ იქნება ჩვენი პარტნიორი.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები