მე ამ სპექტაკლში ამ როლის თამაშს დავთანხმდი ერთი მიზეზით, რომ სასამართლო პროცესებზე ჩემი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან შეხვედრის საშუალება მქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი რამე ვერ გავაკეთეთ და, რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენ ის დავუშვით, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქცეთ სასამართლოს რეფორმირებას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე და მთავარ პრიორიტეტად სამწუხაროდ, სასამართლო რეფორმა ჩვენთვის არ იქცა. სწორედ ამ შეცდომის მსხვერპლი ვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მე მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემს მშობლებს, რომ აღმოვჩნდი უმადური შვილი და ჩემს შვილებს იმისთვის, რომ ვარ ეგოისტი მამა. არც ადრე და არც დღეს, მე არაფერი არ გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემი მშობლებს ჰქონოდათ ტკბილი მოხუცობა და ჩემს შვილებს საშუალება - მამასთან გაზრდილიყვნენ. დანარჩენ შემთხვევაში, მე ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან მქონდა ყველაზე უფრო საინტერესო ცხოვრება, რაც შეიძლება ადამიანს საქართველოში ჰქონოდა. მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი პირველ რიგებში ამ ბრძოლებში და მე დღეს რომ ვიყო თავისუფალი, ვიქნებოდი უბედური, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები სხედან ციხეში ან განიცდიან ზეწოლას. რა არის იმაზე უფრო სანატრელი, რომ მე ვიქნები და ვარ უკვე პატიმარი პუტინის და მისი ოლიგარქის ივანიშვილის.
tbl.ge/mz0
დაკოპირდა
განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება