ვანო მერაბიშვილის საქმე

ლიტველი ექსპერტი: აქციის დაშლა ევროპული პრაქტიკის გამოყენებით მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ლიტველი ექსპერტი დაიკითხა. დაკითხვისას მოწმემ განაცხადა, რომ აქციის დაშლა სწორი და ევროპული პრაქტიკის გამოყენებით მოხდა.

"საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ იყო გარკვეული შეუსაბამობა ქმედებასა და სამოქმედო გეგმას შორის. თუმცა, ქუჩები ტაქტიკურად სწორად იყო გადაკეტილი. ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში მიტინგის დაშლის დროს პირველ რიგში წყლის ჭავლი გამოიყენება, შემდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. 26 მაისის აქციის დროს ეს საშუალებები თანმიმდევრულად იყო გამოყენებული. ჩემ მიერ შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ ცალკეული პოლიციელების მხრიდან იყო ძალის გადამეტება. იმავე მასალებიდან ფიქსირდება მომიტინგეების მხრიდან სახიფათო ქმედებები. არის შემთხვევა, როცა მომიტინგეების კუთვნილი ავტომობილი უხეშად ეჯახება პოლიციელებს. " - თქვა ლიტველმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე. [სასამართლოს თარგმანი]

ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა - "თქვენ ასამართლებთ ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის მოქმედ პრაქტიკას და კანონმდებლობას."

ვანო მერაბიშვილს პროკურატურა 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კომენტარები