დევნილები

543 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცემა

www.government.gov.ge

543 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"ბინები განლაგებულია თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, ჭიათურაში, ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთსა და ბათუმში. როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ წელს 1 635 ოჯახი გახდა მესაკუთრე. მიმდინარე წელს ეს პროცესი გაგრძელდება უფრო მეტი აქტივობით და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე ათასი ოჯახი გახდება უძრავი ქონების მესაკუთრე", - თქვა მინისტრმა.

კომენტარები