არქიმედეს კლინიკები

სერგეენკო: სახელმწიფოს კლინიკების შესყიდვაზე გამოკვეთილი სტრატეგია არ აქვს

news.ge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, არქიმედეს კლინიკებთან დაკავშირებით გაკოტრების შესახებ კანონი მოქმედებს და ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება.

"სახელმწიფოს არ აქვს გამოკვეთილი სტრატეგია, რომ აუცილებლად უნდა შეიძინოს სამედიცინო დაწესებულებები. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კლინიკები კერძო იქნება, თუ სახელმწიფო. მთავარია, ისინი ხარისხიანად მოემსახურონ პაციენტებს. არქიმედეს კლინიკებთან მიმართებაში მოქმედებს გაკოტრების შესახებ კანონი და ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება", - თქვა სერგეენკომ.

კომენტარები