ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი მაესტროს: ნუ იმეორებთ ნაცონალური მოძრაობის კრიტიკას

თქვენ დღეს არ უნდა იმეორებდეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მე მგონი, რაღაც სხვა რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ, და ვფიქრობ, რომ საზოგადოება საჭიროებს მეტ განმარტებას. მე არ ვაპირებ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხი გავცე. თუ თქვენ მომიწვიეთ იმისთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვუპასუხო, მგონი, არასწორად შეარჩიეთ. მოგიწოდებთ, რომ ტელევიზიებმა დაასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება. ეს პირველ რიგში, თქვენ დაგაზიანებთ და თქვენ უბრალოდ, დაკარგავთ მაყურებელს, იმიტომ, რომ საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმართლე. თუ თქვენ ხართ მოწადინებული და მოწოდებული, რომ საზოგადოებას სიმართლე უთხრათ, მაშინ არ უნდა იმეოროთ 24 საათი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმული კრიტიკა. ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა.

მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაესტროს ჟურნალისტს ინტერვიუს დროს.

კომენტარები