ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი უკრაინის კრიზისზე: მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

დავოსში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის მსგავსი კონფლიქტი საქართველომ 2008 წელს გამოიარა. მისივე შეფასებით, აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებაში მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.

"უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ძალიან განვიცდით უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ეს კონფლიქტი 2008 წელს გამოვცადეთ და მაშინ მსოფლიოს არასაკმარისი რეაქცია ჰქონდა ამ კონფლიქტზე. ახლა ჩვენ უკრაინის კრიზისი გვაქვს სახეზე. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა, რუსეთის მხრიდან ამგვარი პოლიტიკის საპასუხოდ საერთაშორისო რეაქციის კონსოლიდაციაა აუცილებელი. ამ სიტუაციაში მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები