ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: პასუხისგებაში მივეცით ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ახალი პროკურორი ყველა დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე ისე, რომ აღარ დარჩეს კითხვის ნიშნები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა კონკსულტაციები გუნდში და შევარჩიეთ გიორგი ბადაშვილი თავისი პროფესიონალიზმიით, თავისი გამოცდილებით, თავისი წარსულით, პატიოსნებით და პატრიოტიზმით - მემგონი ეს საკმარისია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალმა პროკურორმა ამოცანები ძალიან კარგად გაიაზრა. "სამართლიანობის აღდგენა არის შემადგენელი ნაწილი სამართლიანობის დამკვიდრების. ეს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებითაც კმაყოფილია. "ვაკვირდები მინისტრებს და მათ მუშაობას. ჯერჯერობით არიან ადეკვატურები და მოტივირებულები. არ მაქვს რაიმე სერიოზული საპრეტენზიო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები