ბათუმის მერი

კალაძე ბათუმის მერის გადადგომას მოსახლეობის გაღიზიანებას უკავშირებს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

დღეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, პრესასთან საუბრისას ბათუმის მერის გადადგომის შესახებ კითხვას უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე მოხდა თუ არა ქართული ოცნების მაღალჩინოსების მხრიდან მერზე ზეწოლა, კალაძემ განაცხადა, რომ ახალ მერს მოსახლეობა ირჩევს და ვერ მოხდება კონკრეტული პიროვნებების მითითებით ვინმეს დანიშვნა. 

"ახალ მერს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩევა. ის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და ვერ მოხდება კონკრეტული პიროვნებების მითითებით დანიშნვა. რაც შეეხება მერის გადაწყვეტილებას, მე არ ვიცი რა უდევს საფუძვლად მის გადადგომას. თუმცა, როდესაც ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა ელექტროენერგიის კუთხით, გახსოვთ, დიდთოვლობის დროს პრაქტიკულად მთელი აჭარა იყო გათიშული რამდენიმე დღით და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მერის მიმართ, რადგან რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს ბათუმი 80-90იან წლებში იყო დაბრუნებული. დიდთოვლობის გამო ქუჩები არ იყო გაწმენდილი და იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით გადაადგილება იყო შეფერხებული. დიდ გაღიზიანებას გამოხატავდა ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არ იმალებოდა და ალბათ ამ ყველაფერმა გამოიწვია მერის გადადგომა," - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები