თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ახალი თბილისის თავმჯდომარემ ხვიჩა სანაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დღეს შევიდა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის, 2013 წლის განმავლობაში, ხვიჩა სანაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე დაიბარეს.





