NATO

ანდრეს ფოგ რასმუსენი უკრაინაში პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

NATO Secretary-General Andres Fogh Rasmussen speaks at the news conference during informal NATO Foreign Ministers meeting in Tallinn
Ints Kalnins / REUTERS

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, უკრაინაში პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.

"მე მოვუწოდებ მხარეებს, რომ საკუთარი მოქმედებები შეზღუდონ რათა დავიდან აიცილონ კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება და დაიწყონ რეალური დიალოგი" - განაცხადა რასმუსენმა. განცხადება რასმუსენმა გერმანული გემოცემა Der Tagesspiegel-ის სტატიისთვის გააკეთა, რომელიც 26 იანვარს გამოქვეყდნება.

მისი თქმით, იმისთვის რომ უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი გახდეს, საჭიროა ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და იცავეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. 

"ჩვენ ვიბრძოლებთ დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს ალიანს. მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც მკაცრად იცავს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს, წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილს," -აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. 

 

კომენტარები