ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: შეცდომაა მერაბიშვილის ყოფნა ციხეში, სადაც ჩანაწერები არ ინახება

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიუანი ვანო მერაბიშვილის ბრალდების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოკვლევის შედეგებს ენდობა, თუმცა შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობას ისეთ ციხეში იხდიან, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება.

როგორც თეა წულუკიანმა რუსთავი-2-ს გადაცემა პოზიციაში განაცხადა, როდესაც პატიმარი ასახელებს ფაქტებს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს.
თუმცა, მისი თქმით, მერაბიშვილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადამოწმების სტანდარტი არ დარღვეულა და „ამ შემთხვევაში ის ვადა, რა ვადაშიც ამის გამორკვევა მოხდა, პრობლემა არ არის".
„რაც მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, ვანო მერაბიშვილი მოთავსებულია ისეთ ციხეში, სადაც არ შეიძლება არ იყოს კამერები, რომელიც მისი პატიმრობის დასრულებამდე არ ინახავს იმ ფირებს, რომელიც მას ეხება," - განაცხადა ტეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, მარტივად შემოწმებადი იქნებოდა. ამიტმ ვფიქრობ, მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც მატროსოვის ციხეში მოთავსდა და არა იმ ციხეში, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა და მათივე დატოვებული კამერებია.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს "ეკადრებინა" ის, რაზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს. "ობიექტური რეალობა ისეთია, რომ აქეთ დევს აბსურდული განცხადება, თუმცა იმის იქით საქმე ვერ მიდის, რადგან ამის ტექნიკური საშუალება არ აქვს სუბარის უწყებას. სოზარ სუბარმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. მას და მის გენინსპექციას მხოლდო ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ. დაიკითხნენ მოწმეები. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა თავიდან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შემდეგ დათანხმებულა. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აბსურდი უწოდეს იმას, რასაც ბატონი ვანო ამბობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მერაბიშვილის სურვილს ამ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგში ჩივილის თაობაზე, წულუკიანის თქმით, ეს ყველას უფლება და „ ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს".
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა 17 დეკემბერს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 14 დეკემბერს იგი ფარულად საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს, რომელიც მასზე ზეწოლას შეეცადა.

14 იანვარს გამოქვეყნებული სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დასტურდება, ხილო „მატროსოვის ციხეში" განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 24 საათში იშლება და, შესაბამისად, მათი შემოწმება ვერ მოხერხდა. თუმცა, გასული წლის ოქტომბერში სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ იგივე მატროსოვის ციხეში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 10 დღე ინახება. ეს განცხადება მინისტრმა მაშინ ბაჩო ახალიას ბრალდების საპასუხოდ გააკეთა იმის შესახებ, რომ მასზე ციხეში თვალთვალი ხორციელდება.

კომენტარები