ვითარება უკრაინაში

მერკელმა უკრაინის ხელისუფლებას დემონსტრანტების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა

German Chancellor Merkel gestures during a election campaign in the western town of Soest
Ina Fassbender / REUTERS

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის ხელისუფლებას დემონსტრანტების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ამ ეტაპზე საჭირო არ არის. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ აღშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ 16 იანვარს მიღებული კანონებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს.

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა, განსაკუთრებით პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება. ვთხოვთ, დაიცვას დემონსტრანტების სიცოცხლე და არ მიმართოს ძალადობას. ჩვენ არა მხოლოდ შეწუხებული ვართ, არამედ აღშფოთებული ვართ იმ კანონების მიღებით, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეჭვქვეშ აყენებენ", - თქვა მერკელმა.

კომენტარები