საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

პარლამენტმა GPB-ს მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა. გაფრინდაშვილის კანდიდატურა 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, გენო გელაძის კანდიდატურა 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

ნაციონალური მოძრაობის მიხერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგ წავიდა.

უმცირესობა ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წამოყენებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევის გამო, ოპოზიციის წარმომადგენლებს უარი განუცხადა.

კომენტარები