ახალი პროკურორის დანიშვნა

სერგეენკო: ახალი პროკურორი საზოგადოებისა და მთავრობის მოლოდინებს გაამართლებს

facebook.com/mohgovge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ახალი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საზოგადოებისა და მთავრობის მოლოდინებს გაამართლებს.

სერგეენკოს თქმით, მან ნახა ახალი მთავარი პროკურორის რეზიუმე და გამოცდილება და ნათელია, რომ ამ ადამიანს აქვს გამოკვეთილი კარიერული ზრდა, რაც აჩვენებს, რომ ის მართლაც მაღალკვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებულია ადამიანია.

"კონსულტაციები არცთუ ისე ხანმოკლე ვადაში მიმდინარეობდა და მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრის და იუსტიციის მინისტრის არჩევანი იქნება ეფექტური და ახალი მთავარი პროკურორი მთლიანობაში იმ მოლოდინებს გაამართლებს, რაც აქვს საზოგადოებას და მთავრობას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები