ახალი პროკურორის დანიშვნა

კობახიძე: პროკურორობის კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე

ჩვენი პრეროგატივა არ არის ამ ეტაპზე ამ პროცესში [პროკურორის არჩევა] ჩარევა, ერთთვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს კანონით გათვალისწინებული, იმისათვის, რომ შეირჩეს მინიმუმ 3 კანდიდატი. ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, ეს კანონით არის გათვალისწინებული. ასევე, იგივე დაანონსა პრემიერმინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით, შეირჩევა სულ მცირე 3 კანდიდატი, ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კანდიდატს და ამის შემდეგ ჩაერთვება პარლამენტი პროცესში

ირაკლი კობახიძე ახალი მთავარი პროკურორის არჩევის შესახებ

კომენტარები