შეტაკებები კიევში

ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციასთან დიალოგზე თანახმაა

Reuters

პარტია "Батькивщина"-ს ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ, როგორც მას აცნობეს, იანუკოვიჩი ოპოზიციასთან დიალოგზე თანახმაა. ამ დროისათვის ასევე დასრულდა მოლაპარაკება პარტია "УДАР"-ის ლიდერ ვიტალი კლიჩკოსა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის. კლიჩკოს განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ ორშაბათისთვის უნდა შეიქმნას კომისია პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად, რომელშიც შევლენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. 

კიევში, დემონსტრანტებსა და ბერკუტს შორის, გრუშევსკის ქუჩაზე, შეტაკებები კვლავ გრძელდება. ოპოზიციის განცხადებით ამ დროისათვის 25 მომიტინგეა დაშავებული. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, შეტაკებებისას ბერკუტის 40 წევრი დაშავდა. ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. 

კომენტარები